Monday, August 8, 2011

ლოკალური გეგმის შედგენა

1.პროექტის  სახელწოდება:  კომპასის და  ი.ს.ტ–ის გამოყენებით ლუხუნის ხეობის, მოწყვლადი მოსახლეობის ლოკალური გეგმის შედგენა
2.პროექტის მთავარი იდეა:  ბაშვებმა თვითონ შეძლონ  აღიქვან და გეგმის სახით შექმნან, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ნაწილი.შეძლონ აწარმოონ ყველა საჭირო დაკვირვება, აღწერა და აღნიშვნა.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტის შესრულება ბავშვებს  შესძენს პრაქტიკულ გამოცდილებას. გაუადვილდებათ გეგმის, ტოპოგრაფიული რუკის  და  ნებისმიერი რუკის კითხვა შესაბამისი პირობითი ნიშნების მიხევით.
4.პროექტის მიზნები: პროექტის  განხორციელებისას, ბავშვებს  ჩამოუყალიბდებათ  გარემოს  სწორად  აღქმის  უნარი. შეიცნობენ თავის საცხოვრებელ ადგილს, როგორც  რომელიმე ლანდშაფტის შემადგენელი  ნაწილი.  განსაზღვრავენ ნიადაგის ტიპს  და  შემადგენლობას, ასაგეგმვ  ზონაში არსებულ მცენარეთა სახეობებს, მათ ენდემურობას და სარგებლობას,  სიმაღლებრივ  სარტყლურობას,  ჰორიზონტალებით გამოსახონ  ფერდობის  სიმაღლე და  ადგილის  სიღრმე.  შეისწავლიან მდინარის  კალაპოტს,  მის გვერდით  ეროზიას,  მოსალოდნელ  კატასტროფებს,  დახრილობას,  მიმართულებას,  მოხვევის  კუთხეს.  განსაზღვრავენ  გეგმაზე  გადასატანი  თითოეული  ობიექტის  მდებარეობას  და  აზიმუტს,  ჰორიზონტის  მხარეებს,  შეარჩევენ  საჭირო  მასშტაბს, ეცდებიან  გეგმაზე გადატანისას  დაიცვან  სიზუსტე  და  არ  დაარღვიონ  გარემოს  სილამაზე  და  რეალურობა.  Google–დედამიწის  გამოყენებით  იპოვნიან  და  გადაიღებენ  ასაგეგმი ადგილის აეროფოტოსურათს. აწარმოებენ  შედარებას თავის  შექმნილ   გეგმასა და აეროფოტოსურათს  შორის.  ი. ს. ტ–ის გამოყენებით  შექმნიან მდ.ლუხუნის  წყალდიდობის  სიმულაციას. განსაზღვრავენ მოსალოდნელ  საშიშროებას  მოსახლეობისთვის, კალაპოტის გადაადგილების, სიღრმის  და  გვერდითი  ეროზიის  გაძლიერების შემთხვევაში. რამაც  შეიძლება  დამეწყვრაც  გამოიწვიოს.
5.მონაწილეთა  ასაკი:  მონაწილეობა  შეიძლება  მიიღოს VI-VII-VIII-IX –X – XI-XII ყველა მოსწავლემ.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე[ოქტომბერი, ნოემბერი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი.]
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები რაც  შეიძლება შეიქმნას:   აღნიშნულზე  დაკვირვების  და  მუშაობის  შემდეგ,  ბავშვები  კარგად  შეიცნობენ  საკუთარ  გარემოში  ეკოლოგიურ  პრობლემებს, განსაზღვრავენ მდებარეობას  და  ჰორიზონტის  მხარეებს,  შეიცნობენ  თავიანთ  საცხოვრებელ კუთხეს  და ლანდშაფტს.  მოსალოდნელ  კატასტროფებს, ისწავლიან  გეგმის  შედგენას და სწორად წაკითხვას, კუთხის  გამოთვლას, მასშტაბის შერჩევას, გაიცნობენ  მდინარის  და ტყის  ბიოლოგიურ  რესურსს,  სწორად  განსაზღვრავენ  კომპასის  საჭიროებას  და  გამოყენებას  ცხოვრებაში.  დაინახავენ  საგანთა შორის  კავშირს  და ი.ს.ტ–ის  გამოყენების  საჭიროებას.გაძლიერდება  სწავლის სურვილი.

8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი  რესურსები:ფანქრები, საშლელები, კომპიუტერი,  პროექტორი, კომპასები, მიწის  საზომი  ხელსაწყოები, ნიველირი,  პლანშეტები[ფარგალი, ტრანსპორტირი],  დიდი ფორმატის  ფურცლები, თაბახის  ფურცლები,  მარკერები,  სახაზავები,  ბიოლოგიური  და  გეოგრაფიული  სარკვევები   და   ლიტარატურა, ფოტოაპარატი, ბავშვები.
 9.პროექტის  მსვლელობა:  პირველ რიგში  ვაწესრიგებთ პროექტისთვის  საჭირო  რესურსებს   და  აღჭურვილობებს,  შემდეგ– ადგილის  შერჩევა და დათვალიერება, თეორიული კვლევა  და შესწავლა, შემდეგ აზომვები,  გამოთვლები,  ფოტოგადაღებები  აგეგმვები.   თითოეული პროცესის აღწერა და  კოპიუტერით ინტერნეტში  განთავსება.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი: პროექტის განხორციელების დროს შეხება  გვექნება გეოგრაფიასთან,  ბიოლოგიასთან(ცოცხალი გარემოს შესწავლის დროს), ხელოვნებასთან(ბუნების  სილამაზე  გადატანის ხელოვნება),  მათემატიკასთან(აზომვები,  კუთხეების  გამოთვლები, მსშტაბში ჩასმა), ფიზიკასთან(მდინარის მუშაობა და სხვა ფიზიკური მოვლენები),  ეკოლოგიასთან(ეროზია  და მოსალოდნელი  კატასტროფები),  ი.ს.ტ–თან(აეროფოტოსურათები,სიმულაცია, ინფორმაციის  შეტანა).
11.პროექტის ხელმძღვანელი:  ფ.ბერიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fiqriaberishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://fiqriaberishvili.blogspot.com/

Saturday, August 6, 2011

კომპასი.



1.პროექტის სახელწოდება:   კომპასი.
2.პროექტის მთავრი იდეა:    კომპასის  და  ი.ს.ტ –ის გამოყენებით  საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გეგმის შედგენა.
3.პროექტის  აქტუალობა:    მდინარე  ლუხუნის  ხეობაში  მრავალფეროვანი  გარემოა.  არის  მაღალმთიანი  და  ვაკე ადგილები.  ბავშვები  შეისწავლიან  საკუთარ  საცხოვრებელ გარემოს.  მოწყვლადი მოსახლეობისათვის [საშიშ ზონაში განლაგებული] მოსალოდნელ საშიშროებებს.
4.პროექტის მიზნები:    ბავშვები შეძლებენ  ჰორიზონტის მხარეებით  ორიენტირებას.  სწავლობენ  გეგმის შედგენას.  GOOGLE  დედამიწის  გამოყენებით  გადაიღებენ  აეროფოტოსურათებს.  გამოიკვლევენ მდინარის დახრილობის კუთხეს, კალაპოტის მოხრილობის  კუთხეს,